ევროპარლამენტს 2000-მდე ქართველი ჩინოვნიკისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისკენ მოუწოდეს

14.10.25 15:15
ევროპარლამენტს 2000-მდე ქართველი ჩინოვნიკისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისკენ მოუწოდეს

სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს 2000-მდე ქართველი ჩინოვნიკისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისკენ მოუწოდა - ამის შესახებ 13 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე საქართველოდან დაბრუნებულმა ფრაქციის კოორდინატორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა. 

სანჩესმა შეაჯამა საქართველოში ვიზიტი, თქვა, რომ "ოცნებამ" ევროპარლამენტარებს დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მონახულებაზე უარი უთხრა და ასევე ხაზგასმით აღნიშნა, როგორ იბრძვიან საქართველოს მოქალაქეები ევროპული მომავლისთვის. 

  • სანჩეს ამორი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ უვიზო მიმოსვლის გაუქმება მხოლოდ ასამდე მაღალი თანამდებობის პირისთვის, "არაფრისმომცემი კოსმეტიკური ღონისძიება“ იქნება.

თბილისში ვიზიტს ცოცხალი გადავურჩი.  ჩვენ დავემორჩილეთ ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას და არ შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს. მათ ვთხოვეთ რომ ციხეში მზია ამაღლობელთან შეხვედრის საშუალება მოეცათ, მაგრამ გვითხრეს რომ იუსტიციის სამინისტროსთვის მიგვემართა.ასეც გავაკეთეთ, მაგრამ უშედეგოდ.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება ძალიან მამაცია. მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. შევნიშნეთ, რომ მათ სახღვარგარეთ8დან გრანტების მიღება არ შეუძლიათ და იყენებენ ადგილობრივ, მოხალისეობრივ რესურსებს, რომ გააგრძელონ მუშაობა. ყველა ამბობს, რომ ჩვენ არსად მივდივართ, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ეს იყო ძალიან გულისამაჩუყებელი. მათ საშინელი რაღაცების ატანა უწევთ, არამხოლოდ არასამთავრობოები, არამედ ციფრული მედია-საშუალებეიც ცდილობენ გადარჩენას. რაც შეეხება ოპოზიციას პარტიების ლიდერების ნაწილი ან ქვეყნის გარეთ არიან ან ციხეში. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ოპოზიციურ პარტიებს შორის სიმჭიდროვის შენარჩუნებას და შეხვედრის დროს ის იყო ძალიან მკაფიო, მათ უნდათ ახალი საპარლამენტო არჩევნები"- განაცხადა ევროპარლამენტარმა.