"ქართული ოცნების" პროპაგანდა მორიგ ჯერზე გაქარწყლდა - გიორგი მელაშვილი

14.10.25 15:36
"ქართული ოცნების" პროპაგანდა მორიგ ჯერზე გაქარწყლდა - გიორგი მელაშვილი

 

 

"ეს არის მორიგი დადასტურება, რომ ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ" - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, გიორგი მელაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განაცხადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. 

გიორგი მელაშვილის თქმით, სტრასბურგის აღნიშნული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" პროპაგანდას აქარწყლებს, რომელიც პირიქით ამბობდა". 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ეს არის მორიგი დადასტურება, რომ ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ. ნებისმიერი "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომელიც პირიქით ამბობდა, კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე გაქარწყლდა და საბოლოო ჯამში, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუციების გადაწყვეტილებას ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და ძალიან ნათელია, რომ ომი 2008 წელს ისე, როგორც 2014 წელს უკრაინაში და მოგვიანებით უკრაინაში, დაიწყო რუსეთმა," - ამბობს გიორგი მელაშვილი.

ცნობისთვის, განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება დაეკისრა. გადაწყვეტილება დღეს, სტრასბურგის სასამართლომ გამოაცხადა. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო წერს. 

კერძოდ, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.