"ოცნებამ" მეცნიერებათა აკადემიას მხოლოდ ხელფასებისთვის, დამატებით 186 000 ლარი გამოუყო - "ფლანგვის დეტექტორი"

14.10.25 15:35
"ოცნებამ" მეცნიერებათა აკადემიას მხოლოდ ხელფასებისთვის, დამატებით 186 000 ლარი გამოუყო - "ფლანგვის დეტექტორი"

"ოცნებამ" მეცნიერებათა აკადემიას მხოლოდ ხელფასებისთვის, დამატებით 186 000 ლარი გამოუყო - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 

ორგანიზაციის ცნობით, აკადემიის ბიუჯეტი ბოლო წლებში მილიონზე მეტით გაიზარდა.

 კანონით განისაზღვრა მუდმივი ანაზღაურება: აკადემიკოსისთვის არანაკლებ 2,000 ლარი, წევრ-კორესპონდენტისთვის და სტიპენდიანტისთვის - 1,250 ლარი თვეში.
აკადემიის ბიუჯეტი ბოლო წლებში მილიონზე მეტით გაიზარდა - 2023 წელს 4.6 მლნ ლარიდან 2025 წელს 5.8 მლნ ლარამდე, რისი ნახევარიც ხელფასებზე იხარჯება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მეცნიერებათა აკადემიამ Facebook-ზე ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე, როგორც მეცნიერს, ისე მიულოცა", - წერია "ფლანგვის დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფრმაციაში.