სალომე ზურაბიშვილი L’Express - ის „თავისუფლების პრიზით“ დაჯილდოვდა

14.10.25 16:58
სალომე ზურაბიშვილი L’Express - ის „თავისუფლების პრიზით“ დაჯილდოვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი L’Express - ის „თავისუფლების პრიზით“ [Prix de la Liberté] დაჯილდოვდა. ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

დაჯილდოების ცერემონია პარიზში  L’Express 2025-ის სიმპოზიუმის „The Visionaries “ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც თავად მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.