მტკივნეულია იმის დანახვა, რომ საქართველო შიშის სულისკვეთებით იმართება და უკან-უკან მიდის - ლაგოდინსკი
ძალიან მტკივნეული ჩემთვის იმის დანახვა, რომ ეს ქვეყანა ახლა შიშის სულისკვეთებით იმართება, ანტილიბერალიზმის სულისკვეთებით და უკან უკან მიდის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სერგეი ლაგოდინსკმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყოველთვის თავისუფლებისმოყვარე და ბედნიერი ერი იყო.
საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყოველთვის თავისუფლებისმოყვარე და ბედნიერი ერი იყო. ძალიან მტკივნეული ჩემთვის იმის დანახვა, რომ ეს ქვეყანა ახლა შიშის სულისკვეთებით იმართება , ანტილიბერალიზმის სულისკვეთებით და უკან - უკან მიდის. ამ ყველაფრის სამიზნე გახდნენ სამოქალაქო საზოგადოება, მედიაა და უმცირესობები. საქართველო, ასე ვუწოდებდი, ყველაზე ინოვაციური ლაბორატორია გახდა, როგორ უნდა ჩაახშო თავისუფლება ახალი გზებით. ეს ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.