"ოცნება" პოლიტიკური ველის დასუფთავებას იწყებს - ვინ მოხვდება შავ სიაში

14.10.25 20:22
"ოცნება" პოლიტიკური ველის დასუფთავებას იწყებს - ვინ მოხვდება შავ სიაში

საქართველოში ახალი პოლიტიკური ფაზა იწყება. ივანიშვილის გუნდი, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ასაკრძალ პირთა სიას ამზადებს, რომელიც პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ითვალისწინებს მათთვის, ვინც დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას. ვარაუდობენ, რომ სია საკმაოდ გრძელი იქნება.

ყველა პოლიტიკოსის ყოფნა პოლიტიკაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას, ან ურთიერთობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ივანიშვილის გუნდის სამიზნეებად შესაძლოა იქცეს ყველა ის ფიგურა, ვინც 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციაშია და საჯაროდ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“.

თუმცა, ნაცმოძრაობიდან ოცნებაში გადამსვლელები, დიდი ალბათობით, ამ სიაში არ მოხვდებიან. გეგმა მიზნად ისახავს იმ პოლიტიკოსების იზოლაციას, რომლებიც დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ინარჩუნებენ პოლიტიკურ გავლენას.

სია, რომლის ავტორებიც უცნობია, შეურთდება სარჩელს, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგენს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით იქნება მიღებული.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.