სტრასბურგის ვერდიქტი რუსეთს - აპირებს თუ არა "ოცნება" რუსეთისგან საქართველოს მოქალაქეების ფულის ამოღებას

14.10.25 20:34
სტრასბურგის ვერდიქტი რუსეთს - აპირებს თუ არა "ოცნება" რუსეთისგან საქართველოს მოქალაქეების ფულის ამოღებას

ევროსასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანები სტრასბურგის განჩინებას საკუთარ გამარჯვებად აღიქვამენ.

საოკუპაციო ზოლის მახლობლად მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ მას იმედი და სიმართლის განცდა სწორედ მაშინ გაუჩნდა, როცა გაიგო ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს 29 ათას მოქალაქეს უნდა გადაუხადოს 253 მილიონი ევრო, იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსული მხარე ქართველებს მასობრივად ატერორებდა.

უკანონო დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა და არაადამიანური მოპყრობა - ეს ის ყოველდღიური რეალობაა, რომელსაც ოკუპანტი ზღუდავს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ამიტომ, როგორც ლია ჩლაჩიძე ამბობს, თითოეული ადამიანი ამ გადაწყვეტილებას საკუთარ პირად გამარჯვებად მიიჩნევს.

253 მილიონი ევრო - ეს თანხა წარმოადგენს რუსული ტერორის მსხვერპლ ქართველთა კომპენსაციას: იმ ადამიანების ფულს, ვისაც ბაღები შუაზე გადაუღობეს, სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები გადაუკეტეს და წლებია უწევთ ცხოვრება შიშსა და უსამართლობაში.

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები