ერთწლიანი პროტესტის ჩახშობას "ოცნება" ციხით გეგმავს - როგორ პასუხებენ აქციის მონაწილეები

14.10.25 20:26
ერთწლიანი პროტესტის ჩახშობას "ოცნება" ციხით გეგმავს - როგორ პასუხებენ აქციის მონაწილეები

ირაკლი კობახიძემ დღეს ღიად აღიარა, რომ ივანიშვილის გუნდს ყოველდღიურად სტკივა და აზიანებს ქვეყნის ცენტრალური გამზირის, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ის წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც უკვე 321-ე დღეა უწყვეტად გრძელდება. როგორც კობახიძემ აღნიშნა (და მოგვიანებით შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა), ახალ კანონპროექტთა მთავარი სამიზნე სწორედ რუსთაველის პროტესტია.

რადგან ხელისუფლებას ვერ ძალუძს მშვიდობიანი პროტესტის შეჩერება, მან გადაწყვიტა აქტივისტების განეიტრალება ახალი, „დრაკონული კანონებით“. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება და თავისუფლების აღკვეთით ისჯება პრაქტიკულად ყველაფერი, რაც აქციას ან მასში მონაწილეობას უკავშირდება:

  • ნიღბით ან სხვა საშუალებით სახის დაფარვა,
  • დროებითი კონსტრუქციის მოწყობა,
  • გზის გადაკეტვა - ერთ წლამდე პატიმრობით.

ექსპერტების შეფასებით, რეჟიმი ამას იმიტომ აკეთებს, რომ რუსთაველზე მიმდინარე გრძელვადიანი, მშვიდობიანი პროტესტის ეშინია.
თუ აქამდე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ან სიტყვიერი შეურაცხყოფა მხოლოდ ჯარიმით ისჯებოდა, ახლა ის უალტერნატივოდ ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს, ხოლო განმეორების შემთხვევაში - ერთიდან ორ წლამდე ციხეს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.