მამა დოროთე ყურაშვილს ზნეობის კომისიაზე იბარებენ - ემზადება თუ არა საპატრიარქო არქიმანდრიტის დასასჯელად

14.10.25 20:52
მამა დოროთე ყურაშვილს ზნეობის კომისიაზე იბარებენ - ემზადება თუ არა საპატრიარქო არქიმანდრიტის დასასჯელად

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე არ პასუხობს კითხვას, რატომ დაიბარა ეპარქიის სხდომაზე მამა დოროთე ყურაშვილი - მღვდელი, რომელმაც 4 ოქტომბრის მოვლენების დროს ხალხი არ მიატოვა და ბოლო წუთამდე დარჩა რუსთაველის პროტესტზე. შეხვედრა ხუთშაბათს უნდა გაიმართოს, თუმცა ბევრის აზრით, ეს ნაბიჯი სასჯელია მამა დოროთეს თამამი ქადაგებებისთვის. ამ თემაზე დასმული კითხვები ჯაღმაიძეს აშკარად აღიზიანებს.

არქიმანდრიტი დოროთე აცხადებს, რომ არ აპირებს ჯაღმაიძის მოთხოვნების შესრულებას და ამის მყარი მიზეზები აქვს.

მღვდელი, რომელიც საჯაროდ აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და გმობს რუსთაველზე მომხდარ ხალხის დარბევასა და ასეულობით ადამიანის დასისხლიანებას, ფიქრობს, რომ ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ სასულიერო პირად ითვლება, მისგან მორჩილებას და დუმილს მოითხოვს.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები