ბაჩიაშვილის ინსპირაციით შექმნილი კანონი? - ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულებს საზღვრის კვეთა ეკრძალებათ
გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ივანიშვილის გუნდისთვის ახალი კანონმდებლური ინსპირაციის წყარო გახდა. „ქართული ოცნება“ ამზადებს რეგულაციას, რომლის მიხედვითაც ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლებულ პირებს ქვეყნიდან გასვლა აეკრძალებთ მანამ, სანამ სასამართლოს მიერ დადგენილ ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ვერ დატოვებს ქვეყანას, სანამ თავად ბიძინა ივანიშვილი არ მოაწერს ხელს დოკუმენტზე, რომ მისი მიმართ „საფინანსო დავალიანება აღარ არსებობს“.
ახალი კანონი შეეხება ყველა იმ პირს, ვის წინააღმდეგაც არსებობს სამოქალაქო დავა და ვისაც სასამართლო ფინანსური ვალის დაფარვას დააკისრებს.
შეზღუდვა შეეხებათ მათ შორის:
ყოფილი თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს,
ეკონომიკის ყოფილი მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს,
სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის ნათესავს ბიჭიკო პაიკიძეს,
და სხვა მაღალჩინოსნებს, რომლებიც ხელისუფლების შეფასებით, ჯერ „ვალს არ იხდიან“.
ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს 9 000 ბიტკოინს ედავება. ოლიგარქის ყოფილი გარემოცვის წევრები ამბობენ, რომ ივანიშვილი არავის არ ინდობს, ვისზეც თვლის, რომ მას ფული მოპარეს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ივანიშვილი ახლა ყველა შესაძლო გზით ცდილობს ბაჩიაშვილზე ზეწოლას, რათა ბიტკოინებზე წვდომა მოიპოვოს და მისგან სრული ფინანსური კონტროლი დაიბრუნოს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.