"ოცნების" ეკონომიკა - ივანიშვილის პრემიერს მოქალაქეები ტყუილში ამხელენ
ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანაში სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა და მოქალაქეებს „აღარ უჭირთ“. ამ განცხადებამ საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, მოქალაქეები ამბობენ, რომ რეალობა სრულიად საპირისპიროა.
ისინი, ვინც უკვე წლებია ყოველდღიურად იბრძვიან არსებობისთვის, ვერ ხედავენ ცვლილებებს. სტატისტიკის მიღმა რჩება ფაქტი, რომ ქვეყნის ყოველი მეხუთე ადამიანი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზეა, და ვერავინ ხსნის, ვის ჯიბეზე აისახება ის ეკონომიკური „მაჩვენებლები“, რომლითაც ივანიშვილის გუნდი თავს იწონებს.
მოქალაქეები მთავარ პრობლემად ინფლაციასა და ფასების ზრდას ასახელებენ - ოფიციალურად, საქართველოში ინფლაცია დაახლოებით 5 პროცენტია, რაც პროდუქტების გაძვირებას ნიშნავს.
მოქალაქეთა შეფასებით, ყველაფერი ძვირდება - ბაზარში, აფთიაქში, ტრანსპორტში, და ხელისუფლების ოპტიმიზმი მათ ყოველდღიურ რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.