ჩვენ აქ ხალხის მხარდასაჭერად ვართ - ელინა ვალტონენი

14.10.25 22:08
ჩვენ აქ ხალხის მხარდასაჭერად ვართ - ელინა ვალტონენი

ჩვენ ვართ აქ ხალხის მხარდასაჭერად -  ეს განცხადება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ რუსთაველის გამზირზე მისვლის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტის წინ ხალხი რეპრესიული მმართველობის გამო იკრიბება და პროტესტს გამოთქვამს.

ბევრი ადამიანი მოდის, აფრიალებს ევროკავშირის, ნატო-ს დროშებს, როგორც ჩანს, ფინეთის დროშასაც, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს დროშას. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ მიმართულებით, რომლითაც ეს ქვეყანა მიდის, რომელიც ართმევს ადამიანებს ძირითად თავისუფლებებს, დაწყებული გამოხატვის თავისუფლებითა და შეკრების თავისუფლებით. ცხადია, ეს ხალხი იმსახურებს ყველა ამ უფლებას და ჩვენ აქ ვართ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“, – აცხადებს ელინა ვალტონენი.

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს ესაუბრა.

მან აქციის მონაწილეებისგან პირადად მოისმინა, როგორი რეპრესიების მსხვერპლნი არიან ის ახალგაზრდები, რომელბიც 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან. ესაუბრნენ და გააცნეს მათი პროტესტის მიზეზი და სამომავლო გეგმა.

მათ ასევე დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რა ახალ შემზღუდავ კანონებს იღებს “ქართული ოცნება“.

ვალტონენს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.