პარიზში აღებული თავისუფლების პრემიას ყველა სინდისის და პოლიტიკურ პატიმარს ეძღვნება - სალომე ზურაბიშვილი
პარიზში ვიღებ ამ თავისუფლების პრემიას, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველა სინდისის პატიმარსა და პოლიტიკურ პატიმარს ეძღვნება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა L’Express-ის "თავისუფლების პრიზით" [Prix de la Liberté] დაჯილდოვების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, “პრიზი ასევე ეძღვნება სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც 319 დღე დემოკრატიის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად დემონსტრირებას ახდენდა.“
პარიზში ვიღებ ამ თავისუფლების პრემიას, რომელიც არა მხოლოდ მე, არამედ ყველა სინდისის პატიმარსა და პოლიტიკურ პატიმარს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას ეძღვნება, რომელიც 319 დღის განმავლობაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად დემონსტრირებას ახდენდა, - დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი L’Express-ის "თავისუფლების პრიზით" [Prix de la Liberté] დაჯილდოვდა. ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, დაჯილდოების ცერემონია პარიზში L’Express 2025-ის სიმპოზიუმის —The Visionaries ფარგლებში გაიმართა, რომელსაც თავად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.