კობახიძემ, აქციაზე მისვლის გამო, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა
ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეხვედრის გაუქმების მიზეზად ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან მისვლა სახელდება.
გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, - ნათქვამია განცხადებაში.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს ესაუბრა.
მან აქციის მონაწილეებისგან პირადად მოისმინა, როგორი რეპრესიების მსხვერპლნი არიან ის ახალგაზრდები, რომელბიც 300 დღეზე მეტია ქუჩაში დგანან. ესაუბრნენ და გააცნეს მათი პროტესტის მიზეზი და სამომავლო გეგმა.
მათ ასევე დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია, რა ახალ შემზღუდავ კანონებს იღებს “ქართული ოცნება“.