მხდალი და სუსტი მასის ლუსტრაცია სწორედ ექსტრემალურ სიტუაციებში ხდება - შუქრი ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, სოციალურ ქსელში ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი თქმით, მხოლოდ გარემოებების მიხედვით იცვლიან პოზიციას - დამარცხებისას გმობენ, ხოლო გამარჯვებისას ემონებიან წარმატებულებს. მისი თქმით, ასეთების ნამდვილი სახე მხოლოდ კრიზისულ მომენტებში ჩანს, თუმცა ადამიანების მოკლე მეხსიერების გამო ისინი კვლავ ახერხებენ საკუთარი თავი „მამაც პატრიოტებად“ წარმოაჩინონ.
4 ოქტომბრის პოსტფაქტუმ გამშავებლები და პესიმისტი კრიტიკოს-გენიოსები განეკუთვნებიან იმ უპრინციპო, ადამიანების სახეობას, რომლებიც თავგანწირულ ადამიანებს დამარცხების შემთხვევაში აკრიტიკებენ, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მათ ემონებიან.
მათ არ გააჩნიათ ხასიათის სიმტკიცე და გარემოებიდან გამომდინარე ხშირად იცვლიან აზრს.
ისინი ვერასდროს აღწევენ წარმატებას და ყოველთვის არიან წარმატებული ადამიანების მლიქვნელები.
ასეთი მხდალი და სუსტი მასის ლუსტრაცია მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში ხდება.
ცუდი ის არის, რომ ზოგადად ადამიანების მოკლე მეხსიერების გამო, მათი უმეტესობა კვლავ ახერხებს თავისი მხდალი პერსონის შენიღბვას და შემდეგ ექსტრემალურ გარემოებამდე მამაც პატრიოტად გვასაღებს თავს, - წერს შუქრი ბურჭულაძე.