უძილაურმა განზრახ ესროლა ჯანგველაძეს, დაკვეთა საკონტროლო გასროლით მოიყვანა სისრულეში - პროკურორი
გელა უძილაურმა განზრახ ესროლა ლევან ჯანგვრლაძეს, არანაირი დაჭრის მიზნით და მოიყვანა სისრულეში დაკვეთა საკონტროლო გასროლით - ამის შესახებ ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
ბრალდების მხარის თქმით, მკვლელობის შემდეგ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა დატოვა შემთხვევის ადგილი.
ვეფხვაძის თქმით, გელა უძილაურმა იარაღი გადამალა და არ მოუშორებია.
„გელა უძილაურმა თვითონ იცის, რომ მოგონილი ვერსიაა და ლევან ჯანგველაძესთან მას არანაირი დაპირისპირება წარსულში არ ჰქონია, საკითხავია, საერთოდ იცნობდა თუ არა ჯანგველაძე მას“ - თქვა პროკურორმა.
რაც შეეხრბაძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს, ლევან ვეფხვაძის თქმით, მათ უთანხმოება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან. ოროკურატურის მტკიცებით, ძმებმა სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.
ისინი გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ პირს, გელა უძილაურს დაუკავშირდნენ და ლევან ჯანგველაძის მკვლელობა შეუკვეთეს...
არავითარი სვეტა და არავითარი სხვა ვინმე, ის კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ ადგილას მივიდა. არავითარი ხელში დაჭრა, კონკრეტული მიმართულებით ისროლა. თუ ვინმეს სჯერა, რომ შემთხვევის ადგილზე უძილაური მართლა ვინმე სვეტას წერდა, როცა ლევან ჯანგველაძეს უთვალთვალებდა, ეს არ ვიცი, ეს აბსურდია...
ლევან ჯანგველაძე „სკაიპით“ რომ ესაუბრებოდა უძილაურს, ეს ხომ აბსურდია? რა გარემოებებიც მან დაასახელა, ვერაფერს გადაამოწმებ, ვერც გარდაცვლილს დავკითხავთ. იარაღზე, რაც თქვა, უნდა, რომ პასუხისმგებლობა გიორგი ჯოხაძეს ააცილოს...
იმ დღეს, გელა უძილაური 18:23 საათზე სახლიდან გამოვიდა, მისი ვერსიით, სვეტასთან მიდიოდა და მოსაცმელი ხელში ეკავა. ძალიან ბევრი აბსურდი მოვისმინეთ, თავის ვერსიებში აიხლართა... ვეძებთ ვინმე სვეტას, არ ვიცით სახლი, არ ვიცით გვარი... როცა ვერ ნახა სვეტა, წავიდა ჭავჭავაძის გამზირზე 351 ავტობუსით, იქიდან ჩამოვიდა და მოსაშვილამდე ფეხით მივიდა, მერე ტაქსით, მერე ისევ ფეხით და ამ ყველაფრის ფონზე გელა უძილაური ამბობს, რომ სვეტა ვერ ნახა და უნდა ენახა ჯანგველაძე ხომ არ მივიდოდა იქ.
გელა უძილაური ელოდებოდა შეტყობინებას, რომ ლევან ჯანგველაძე იქ მივიდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება ტელეფონთან. ლევან ჯანგველაძემ უძილაურს მისამართი ჰკითხა, ბრალდებულმა კი საპასუხოდ თავი გაიქნია. საინტერესო ისაა, როგორც კი ჯანგველაძე მას გაცდება, უძილაური სათვალეს იღებს, უყურებს ტელეფონს და უყურებს ლევან ჯანგველაძეს. ის ინფორმაციას ელოდება, თუ ჯანგველაძის სურათი აქვს ტელეფონში და ადარებს, ეს უძილაურის გულშია და მან უნდა თქვას. რაც თქვა, კი ვიცით, აბსურდი.
სპეცრაზმელი, რომელიც 14 წელი მუშაობდა, მიხსნის, ძირს ვისროლე და არ მინდოდა ლევან ჯანგველაძეს მოხვედროდაო. გელა უძილაური შეეცადა სიმსუბუქისკენ წაეყვანა მისი საქმე, მაგრამ არ გამოუვიდა. 7 ტყვია ესროლა, 2 - ზურგში, 2- გულმკერდში. სპეცრაზმელია და ხელში უნდოდა!“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი განმარტებით, უძილაურმა მობილური ტელეფონი, რაც ჰქონდა, მოიშორა.
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სხდომაზე მხარეები საბოლოო სიტყვებით წარსდგებიან. ამის შემდეგ სავარუდოდ მოსამართლე სათაბიროდაც გავა.
თავად უძილაური მკვლელობას აღიარებს, მაგრამ ირწმუნება, რომ ჯანგველაძე შურისძიების გამო პირადი მოტივით მოკლა. მკველობის ადგილზე კი ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემანის გამო შემთხვევით აღმოჩნდა.