ქალბატონი თურმე შეშფოთებულია! - "ოცნებამ" ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე "დაკვეთების შემსრულებლად" გამოაცხადა

15.10.25 13:14
ქალბატონი თურმე შეშფოთებულია! - "ოცნებამ" ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე "დაკვეთების შემსრულებლად" გამოაცხადა

 

 

"ქართული ოცნება" ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს რუსთაველის გამზირზე მისვლის გამო აკრიტიკებს და მას ბრალს "დაკვეთების შესრულებაში" სდებს. განცხადება სესიაზე დღეს ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

"ოცნების" წევრის მტიცებით, ელენა ვალტონენის გუშინდელი ქმედება "ექსტრემიზმის მხარდაჭერის" მორიგი ფაქტი იყო. 

არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინდელ ვიზიტს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონის, რომელიც თავისი მანდატის მიწურულს, ეუთოს თავმჯდომარის მანდატი მაქვს მხედველობაში, ჩამოვიდა კონკრეტული მისიით და დარწმუნებული ვარ, წარმატებით უპატაკებს ამ ვიზიტის დამკვეთს, ქალბატონ კალასს ვიზიტის და რუსთაველზე სეირნობის შედეგებს. ქალბატონი თურმე შეშფოთებულია ჩვენი შემზღუდავი კანონებით. უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია. მე დავუსვამ კითხვას: რომელი კანონით არის შეშფოთებული, ისეთი კანონებით ხომ არ არის შეშფოთებული, რომელი კანონებიც მოქმედებს ყველა დემოკრატიულ და სუვერენულ ქვეყანაში? როგორ კიდევ ერთხელ ვიხილეთ გუშინ პირდაპირი მტკიცებულება მხარდაჭერისა პირდაპირი მნიშნელობით ექსტრემიზმის, რააც უკვე ბოლო წლებია ჩვენი საზოგადოება ადევნებს თვალყურს.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ეს უტიფრობა და როდემდე უნდა უმტკიცონ საზოგადოებას, რომ ის, რაც თავიანთ ქვეყნებში მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თურმე ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს. [...] პირდაპირ ვიხილეთ გუშინ ექსტრიმიზმის მხარდაჭერა, - თქვა კირცხალიამ სიტყვით გამოსვლისას.

ძალადობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა ელენა ვალტონენი "ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმაც. 

სეფაშვილის მტკიცებით, მსგავსი უსამართლო განცხადებების და ქმედებების გამო ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირში ინტერგაციის მიმართ ნდობა რამდენიმე პროცენტით შემცირდა. 

ვიხილეთ გაუგონარი მხარდაჭერა იმ ძალადობისა, რომელსაც მთელ მსოფლიოში ყველა გმობს და სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ისევ ეუთოს ერთ-ერთმა წარმოამდგენელმა საჯარო განცხადებაში დაგმო ის ძალადობრივი მიტინგი და შეკრება, რომელიც საქართველოში განვითარდა 4 ოქტომბერს. ქართველი ხალხისთვის ძალიან რთულია ასეთი ორმაგი მიდგომების ატანა, ასეთი უსამართლო განცხადებების მოსმენა და ამ ყველაფერზე მშვიდად რეაგირება. და სრულიად არ არის გასაკვირი, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირში ინტერგაციის მიმართ ნდობა რამდენიმე პროცენტით შემცირდა, - თქვა სეფაშვილმა. 

ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების თანახმად, შეხვედრის გაუქმების მიზეზად ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებთან მისვლა სახელდება. 

 

მსგავსი სიახლეები