"შენდობას ვითხოვ" - ლუკა კურტანიძემ ყოფილ ცოლზე ძალადობა აღიარა

15.10.25 14:59
"შენდობას ვითხოვ" - ლუკა კურტანიძემ ყოფილ ცოლზე ძალადობა აღიარა

 "ქართული ოცნების" ყოფილ დეპუტატი, ელდარ კურტანიძე ყოფილ ცოლზე, ხათუნა მიქაცაძეზე ძალადობას აღიარებს, თუმცა დანარჩენს სამ მუხლში, რომელიც მას წაყენებული აქვს, ამბობს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს ლუკა კურტანიძე შენდობას სთხოვდა ოჯახის წევრებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, თუმცა თავად დაზარალებულ ყოფილ ცოლზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, თქვა მხოლოდ ის, რომ დანაშაული რომელიც მან ჩაიდინა პროვოცირებული იყო.

კურტანიძე მოსამართლე ნინო სახელაშვილს პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვს და ირწმუნება, რომ საპატიმროში მისი არცერთი დღე სინანულისა და ცრემლის გარეშე არ გასულა. 

"ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა დღეს მისი სიტყვა სასამართლოში "ოცნების" მიმართ მადლობით დაიწყო, თქვა, რომ ციხეში მსჯავრდებული ადამიანად გრძნობს თავს და ეს სწორედ ივანიშვილის გუნდის დამსახურებაა.

მთელ საქართველოს ვულოცავ არჩევნების მშვიდობიანად დასრულებას, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პენიტენციური სამსახურის, პროკურატურის და სასამართლოს ყველა თანამშრომელს. მოვიდა ის დრო, როცა ყველას ადამიანად აგრძნობინებენ თავს და მადლობა იმისთვის, რომ ის შიში, რომელიც ყველას გვახსოვს, დაძლეულია და საქართველოს შეუძლია როგორც  სახელმიწფოს იამაყოს მთელ მსოფლიოში. დღეს ციხეში ის ატმოსფერო სუფევს, სადაც ყველა მსჯავრდებული თავს გრძნობს ადამიანად და ამისთვის მადლობა თანამშრომლებს და საახელმიწფოს.

ფიზიკური ძალადობის ნაწილში ვცნობ თავს დამნაშავედ. დანარჩენში არა. 

მინდა საზოგადოებას და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შენდობა ვთხოვო, რადგან ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მთელი ცხოვრება ვემსახურები საქართველოს და ბევრი თუ არა ცოტა მაინც გამიკეთებია. ვითავისებ ამ მდგომარეობას და არცერთი დღე პატიმრობისა სინანულის და ცრემლის გარეშე არ გასულა.

რაც არ უნდა პროვოცირებული ყოფილიყო, ამ გადასახედიდან, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, შენდობას ვითხოვ. ყველას ვთხოვ, სახელმწიფო ინსტიტებს, ჩემი ოჯახის წევრებს იმ ჩემი საქციელისთვის, რომელიც პროვოცირებული იყო,  მაგრამ   ჩემთვის თითეული მოქალაქის აზრი მნიშველოვანია და ყოველი დღე განსაცდელია.

თავის გასასამართლებლად არ ვამბობ, მაგრამ მე მისული ვიყავი, ჩემი ცხოვრების ნაშრომ ნაოფლარი სახლის დასუფთავება მინდოდა, ერთი დღით მაგიტო ჩავედი , რადგან  სოფოს სახელზე იყო. მანამდე უსწრებდა ამას რომ ამ სახლის კარების საკეტები დამტვრეული იყო.

მოკლედ მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროვოცირებული იყო ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და მინდა მომცეთ იმის საშუალება და შანსი რო უდიდესი პასუხისმგებლობით გავაგრძელო ცხოვრება", - განაცხადა კურტანიძემ. 

"ოცნების" ყოფილი დეპუტატის ადვოკატი პროცესზე ირწმუნება, რომ კურტანიძის მიმართ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის შეიძლება მიიმალოს, ამიტომ სხდომათა დარბაზიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას ითხოვს.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მას ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულში, ასევე მისი წარსული და პიროვმება, რომ ის არ არია ნასამართლევი, და არ არსებობს მტკიცებულება რომ მიიმალება, რომ ჩაიდენს დანაშაულს, ასეთი ვერ წარმოადგინა პროკურორმა საქმეში ვერ ჩადო, ის არასდროს გაქცევია პასუხისმგებლობას, ის არის საჯარო პირი და იმ რთულ წლებშიც კი როცა ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა, მაშინ არ გაუვლია გონებაში რო მიმალულიყო და ბოლომდე დარჩა რომ ებრძოლა. მას ასევე ბევრი სახელმწიფო ჯილდო და სპორტული მიღწევა აქვს.   ჩვენ დაზარალებულს ვედავებით რომ თაღლითურად მიითვისა ქონება", - განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში  შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.

კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ბრალდებებს კიდევ ახალი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა. 

 

მსგავსი სიახლეები