ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლი და ვერც კუბილიუსის - ირაკლი ღარიბაშვილი

20.10.21 18:58
ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას, ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლი და ვერც კუბილიუსის - ირაკლი ღარიბაშვილი

,,არც ფოტიგა, არც კუბილიუსი ჩემთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ" - საქართველოს პრემიერმა ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადებების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელი დიპლომატების ქმედებებს იმ ფაქტით ხსნის, რომ მათ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი, ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის. ერთი მინდა, ვუთხრა, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერაფერი აღუდგება, ეს გაითვალისწინოს ყველამ!

მე მინდა, ამ ევროპარლამენტარებს შევახსენო, ყველამ კარგად ვიცით, რომ მათ პირადი ნაცნობობა აქვთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.