შევლენ თუ არა ასაკრძალი პოლიტიკოსების სიაში "ოცნების" ყოფილი მაღალჩინისნებიც?

15.10.25 15:44
შევლენ თუ არა ასაკრძალი პოლიტიკოსების სიაში "ოცნების" ყოფილი მაღალჩინისნებიც?

შევლენ თუ არა ასაკრძალი პოლიტიკოსების სიაში "ოცნების" ყოფილი მაღალჩინისნებიც? "პირველების" ამ კითხვას შალვა პაპუაშვილი გადაჭრით არ პასუხობს. ამბობს, რომ ამის შესახებ ცნობილი მაშინ გახდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა. 

იხილავთ თქვენ, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში, - თქვა პაპუაშვილმა. 

შალვა პაპუაშვილი ასევე ამტკიცებს, რომ კანონის მიღების საჭიროება დემოკატიის დაცვის თვალსაზრისით გახდა საჭირო.  

მთავარი არსი არის ერთი რამ, რომ როდესაც არსებობს პარტია, რომელიც არღვევს კონსტიტუციას და მოქმედებს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ, თავდაცვითი დემოკრატიის არსი ამაში მდგომარეობს, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას ექსტრემისტული, რადიკალური და კონსტიტუციის დამრღვევი ორგანიზაციებისგან, მათ შორის, პარტიებისგან. ჩვენ იმას ვუყურებთ, თუ ვის აქვს ან ჰქონდა გავლენა პარტიის გადაწყვეტილებებზე, - ამბობს პაპუაშვილი. 

„ქართული ოცნება“ ამზადებს სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა წარადგინოს - მისი მიზანია იმ პოლიტიკური ძალებისა და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რომლებსაც ხელისუფლება ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მიაკუთვნებს.

ამასთან ერთად, პარლამენტში პარალელურად მიიღება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას აკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველასთვის, ვისაც მმართველი გუნდი მიიჩნევს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიებთან დაკავშირებულად.

 

მსგავსი სიახლეები