სუსი: "იმედი" ტექნიკურ პრობლემის გამო გაითიშა, დივერსია არ ყოფილა
ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა - ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.
მდინარაძის უწყების ცნობით, გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება.
სუს-ში ამბობენ, რომ შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება.