"ოცნებამ" პარტიების აკრძალვის კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა - რას პასუხობს ოპოზიცია

15.10.25 17:25
"ოცნებამ" პარტიების აკრძალვის კანონი პირველი მოსმენით დაამტკიცა - რას პასუხობს ოპოზიცია

"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციური პარტიების აკრძალვის კანონი პირელი მოსმენიტ დაამტკიცა. წინ კიდევ მეორე და მესამე მოსმენაა.

ამ ქმედებების საპასუხოდ, ოპოზიცია ივანიშვილის გუნდს ეუბნება, რომ ბროლას ნებისმიერ შემთხვევაში განაგრძობს.

ენმ-ს წევრის, ანა წითლიძის თქმით, იბრძოლებენ მაშინაც, თუ ამის გაკეთება პარტიზანულად მოუწევთ. 

სულ რომ სახელობითად აგვკრძალონ ნაციონალური მოძრაობის თითოეული ლიდერი და თითოეული წევრი, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. იატაკქვეშეთიდანაც რომ იყოს, პარტიზანულადაც რომ მოგვიწიოს ბრძოლა, ვიბრძოლებთ მანამ, სანამ რუსული საოკუპაციო რეჟიმი არ ჩამოშორდება ამ ქვეყანას, - ამბობს ანა წითლიძე. 

ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ "ლელოშიც".  

ბრძოლის ნებისმიერი, მშვიდობიანი და კონსტიტუციური ფორმა არის გამოსაენებელი. რაც არ უნდა მოიმოქმედოს "ქართულმა ოცნებამ", ჩვენ არ ვაპირებთ დანებებას, არ ვაპირებთ გაჩერებას, ყველაფერს ავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული და ერთხელ და სამუდამოდ გადავფურცლოსთ საზოგადოებასთან ერთად ეს სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე ამბობს, რომ "ოცნება" წინააღმდეგობის აკრძალვას მაინც ვერ მოახერხებს. 

ამ კანონებით თუ ეცდებიან, რომ ადამიანებს აუკრძალონ პროტესტი, წინააღმდეგობა, მათთან ართანამშრომლობა, უბრალოდ, მათ ეს არ გამოუვათ, ვინაიდან არავინ და განსაკუთრებით ოპოზიცია არ აპირებს ამ ბრძოლაში "ქართულ ოცნებას" დაუტოვოს სახელმწიფო, - ამბობს თენგო თევზაძე. 

გახარიას გუნდში ააქვთ მოლოდინი, რომ "ოცნების" მხრიდან რეპრესიული პოლიტიკა გაგრძელდება.  

სამწუხაროდ, უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება რეპრესიული პოლიტიკა. ამაში არაფერი ახლაი არ არის. სწორედ ეს მოლოდინი რადგან გვქონდა ჩვენ "ქართული ოცნებისგან", მაგიტომ ვამბობდით, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილოება იყო შესაძლებლობა, მოგვეგო თბილისი, - ამბობს თამარ კეკენაძე.

პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი "ოცნების" ახალ კანონებს "არნახულ, წითელ ტერორად" აფასებს.  

ისე გამომპალია მისი რუსული მმართველობა, რომ ახლა სხვა გზა არ რჩება, თუ არა გადავიდეს ღია ტერორზე. პარტიების აკრძალვა, კრიტიკული აზრის აკრძალვა, სხვა არაფერია თუ არა გაუგონარი, საქართველოსთვის ჯერ არნხაული ტერორი საქართველოში, წითელი ტერორი. რომ მიიღებენ ამ დრაკონულ კანონს, და ამას უეჭველად გააკეთებენ, შემდეგ საკუტარ დახლზე, პარლამენტი რომ დახლად აქციეს, ყოველდღე შელებენ ცვლილებების შეტანას, რომ ყველა არასასურველი პირი, ორგანიზაცია, პოტენციური საფრთხე გაანადგურონ და მოსპონ, - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

მსგავსი სიახლეები