ვიხილავთ თუ არა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ახალი სახეებით - რას ამბობენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები?

15.10.25 18:44
ვიხილავთ თუ არა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ახალი სახეებით - რას ამბობენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები?

ვიხილავთ თუ არა ახალ პოლიტიკურ გაერთიანებებს ახალი სახეებით, ქართულ პოლიტიკაში? - მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ყველას აკრძალვით ემუქრება, საზოგადოება ახალი ძალებისა და პარტიების საჭიროებებზე ალაპარაკდა. 

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, რომლებიც საკუთარ თავს პოლიტიკაში ხედავენ, თანამოაზრეებს ეძებენ. ახალგაზრდების თქმით, "ახალი ტიპის პოლიტიკის კეთების დრო მოვიდა".

პლატფორმა "საზოგადოებრივი სტუდიის" დამფუძნებელი, ლევან ნიშნიანიძე აცხადებს, რომ არსებული პარტიები ხალხს მოწყვეტილია. მისი თქმით საზოგადოებას არ აქვს შეგრძნება, რომ ისინი პარტიის ნაწილი არიან. 

თვითონ საზოგადოებაში არის დაკვეთა ამ ახალ ადამიანებსა და რაღაც ახალ მოძრაობებს შორის. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ უბრალოდ ერთი ადამიანი დავსვით და იგივე სისტემაში ჩავსვით, ის რადიკალურად ვერაფერს ვერ შეცვლის. თვითონ სისტემა უნდა შევცვალოთ და  მთავარი პრობლემა რაც არის, ჩემი აზრით, არსებულ პარტიებში არის ის, რომ მოწყვეტილია ხალხს. არცერთ ადამიანს და მოქალაქეს არ აქვს გრძნობა, ის ამ პარტიის ნაწილია," - განაცხადა ლევან ნიშნიანიძემ. 

ნუკრი კაკულიას თქმით, ქვეყანაში ისეთი პარტიების არსებობა უნდა დასრულდეს, რომლებსაც მხოლოდ 2-3 ადამიანი მართავს.

ქვეყანაში უნდა დასრულდეს ისეთი პარტიების არსებობა, რომელიც ბელადებზეა ჩამოკიდებული და მხოლოდ 2-3 ადამიანით იმართება. ახალი პარტიები უნდა იყოს ისეთი, რომ მთავარი იყოს ხალხის სიტყვა," - ამბობს ნუკრი კაკულია. 

პოლიტიკოსი საბა ბუაძე აღნიშნავს, რომ ის ახალა თავადაც თანამოაზრეების ძიების პროცესშია. მისი თქმით, მთავარი, რაც დღეს ხელისუფლების ცვლილებას აბრკოლებს არის მკაფიო ალტერნატივის არარსებობა.

ვარ ახლა თანამოაზრეების ძიების პროცესში იმისთვის, რომ ჩვენ ერთად, ჩვენი ახალი შეთავაზებით საზოგადოებას დავუბრუნოთ უკეთესი მომავლის რწმენა და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია ახალი ტიპის პოლიტიკის კეთება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ამ უიმედობის და ძველი შეცდომების კასკადის გარღვევა. 

მთავარი, რაც დღეს აბრკოლებს ხელისუფლების ცვლილებას არის მკაფიო ალტერნატივის არარსებობა. ბუნებრივია, ასევე აუცილებელი არის, რომ არსებულმა პოლიტიკურმა კლასმა გადაიაზროს ის შეცდომები, რომელიც მტელი ამ პერიოდის განმავლობაშ იქნა დაშვებული და მათაც რაღაც განახლების ფორმულა შესთავაზონ, თუმცა მთავარი ამ შემთხვევაში, ახალი იმპულსი ამ პროცესს უნდა მისცენ იმ ადამიანებმა, რომელსაც საკუთარი თავი ან არ გამოუცდიათ სრულად, ან დამოუკიდებლად არ გამოუცდიათ პოლიტიკურ ასპარეზზე," - განაცხადა საბა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები