დიდი სკანდალის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - ეუთოს თავმჯდომარე კობახიძეს ტყუილში ამხელს
დიდი სკანდალის კიდევ უფრო სკანდალური გაგრძელება - ეუთოს თავმჯდომარე კობახიძეს ტყუილში ამხელს. ევროპელი მაღალჩინოსანი საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ამბობს, რომ "ოცნების" პრემიერთან შეხვედრა არა კობახიძის, არამედ მისი ინიციატივით გაუქმდა. მიზეზი შეცვლილი გრაფიკია. აუდიენცია რომ აღარ შედგებოდა ამის შესახებ ფინურმა მხარემ კობახიძის ადმინისტრაციას ჯერ კიდევ გუშინ ღამით აცნობა. ამის შესახებ გავლენიანი ფინური გამოცემა, Helsingin sanomat იტყობინება.
სწორედ ამის შემდეგ გამოაქვეყნა კობახიძის პრესსამსახურმა განცხადება, სადაც ეწერა რომ ეუთოს თავმჯდომარესთან ვიზიტი ოცნების პრემიერმა გადაიფიქრა. "ოცნება" ამტკიცებს, რომ აუდიენცია თავად ჩაშალეს.
მხილების მიუხედავად, "ოცნებაში" მაინც ამბობენ, რომ მათ თავიანთი პრემიერის სჯერათ.
ვისაც არ უნდა გაეუქმებინა შეხვედრა, ოპოზიციისთვის ის მოცემულობა მაინც არ იცვლება, რომ "ქართულმა ოცნებამ" ეუთოს თავმჯდომარე პოლიტიკური მტრის ბანაკში ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო გადაისროლა.
დეტალები ნახეთ, თათია წოწონავას რეპორტაჟში.