დაადეს თუ არა 4 ოქტომბრის საქმეს გრიფი საიდუმლო?
დაადეს თუ არა 4 ოქტომბრის საქმეს გრიფი საიდუმლო? ვინც დღეს სასამართლოში გამოკითხეს, ყველას ხელი გაუთქმელობის შეთანხმებაზე მოაწერინეს. თამარ ჩერგოლეიშვილი, კახა კვეკვესკირი, ნადიმ ხმალაძე - სამივე ამბობს, რომ მათ გამოძიებისთვის ღირებული არაფერი იციან. დაკითხვის შინაარსი საიდუმლოა, მაგრამ დარწმუნებულები არიან რომ ამ პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს.
გამოკითხვაზე დაბარებულ სამივე პირს დღეს მოსამართლე ფიქრია სიქსტურაშვილის თანადასწრებით გამოძიების კითხვებზე პასუხი გაცემა მოუწიათ. ადვოკატებსაც გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი, თმცა ვერ მალავენ რომ ამ დაკითხვებს სამართალთან კავშირი არ აქვს და ოცნების საგამოძიებო უწყებები საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით ატარებენ ხალხს დაკითხვაზე.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.