"ოცნება" ყოფილების წინააღმდეგ - რა ვერ ან არ გააკეთეს ღარიბაშვილმა, გომელაურმა და ლილუაშვილმა?
"ქართულმა ოცნებამ" გუნდიდან წასულებზე თავდაუსხმელობის შეთანხმება დაარღვია. თუკი არჩევნების შემდეგ, ღარიბაშვილზე და მისი კაბინეტის წევრებზე უბრალოდ არ საუბრობდნენ - ახლა ღიად დაიწყეს იმის მტკიცება, რომ კობახიძის გუნდი კორუფციასთან ბრძოლაში ღარიბაშვილზე უფრო ეფექტურია.
ყველაფერი პარლამენტის სხდომიდან დაიწყო, როდესაც "ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერი წინასწარ დაწერილი ტექსტით სიტყვით გამოვიდა. მაჭავარიანმა თქვა რომ ორგანიზებულ დანაშუალთან რეალური ბრძოლა გელაძემ, კორუფციასთან კი ირაკლი კობახიძემ დაიწყო. ამით დეპუტატმა მიანიშნა, რომ წინა მინისტრიც და პრემიერიც რაღაც ვერ ან არა აკეთებდნენ.
ერთი ნათქვამი, ერთიან მესიჯად იქცა! მაჭავარიანს მხარი აუბეს ივანიშვილის გუნდის სხვა წევრებმაც. პარლამენტში თვითმართველობის არჩევნების შემდეგ პირველ სხდომაზე მისული მეოცნებეები ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ კობახიძის გუნდი უფრო ეფექტურად ებრძვის დანაშაულს ვიდრე მისი წინამორბედი.
ღარიბაშვილი ჩრდილშია და დუმს, არჩევბნების დღესაც საარჩევნო უბანზე მისულ ოცნების ექს ლიდერს ისიც კი არ უთქვამს, რომ მხარს ქართლ ოცნებას უჭერს, ამ რეალობა გააჩნა იმ დღესვე განცდა რომ ექს პრემიერს რომელიც გუნდის წევრებსაც ერთ მეორის მიყოლებით აკავებენ ლაპარაკი აუკრძალეს. არჩევნების დღეს ღარიბაშვილის ნაცვლად, ოცნების პროპაგანდისტი ლაშა ნაცვლიშვილი საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ ის მისი საკადრო პოლიტიკის გამო სინანულშია.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.