სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა -მეხუთე ბრალი საქართველოს მესამე პრეზიდენტს

20.10.21 20:11
სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა -მეხუთე  ბრალი საქართველოს მესამე პრეზიდენტს

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა - საქართველოს მესამე პრეზიდენტს რიგით მეხუთე ბრალი წაუყენეს. პროკურატურის გამომძიებლებლებთან ერთად ბრალის წარდგენას ციხეში სააკაშვილის ადვოკატებიც ესწრებოდნენ. უფლებადამცველების ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტი ბრალს არ ღიარებს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან 24 საათში სასამართლო სხდომა უნდა გაიმართოს. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დანიშნავს თუ არა პროცესს.

ბრალი 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.