"["ოცნების"] ყოფილი გუნდის წევრი თანამშრომლობდა რადიკალურ ოპოზიციასთან" - კობახიძე
"ყოფილი გუნდის წევრი თანამშრომლობდა რადიკალურ ოპოზიციასთან" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
"ქართული ოცნების" პრემიერმინისტრი ირწმუნება, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ივანიშვილის გუნდის ყოფილ წევრთან თანამშრომლობდა და თანხას იღებდა.
ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელის ვინაობა არ დაასახელა.
მე არ მინდა გვარებში შევიდე, მაგრამ პრინციპში რასაც ჩვენ ვამბობდით ზოგადად, ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ის დაადასტურეს ერთმანეთის მიყოლებით ხაბეიშვილმა, ბურჭულაძემ, სოფო ჯაფარიძემ, ეს სამი გვარი მახსენდება შეიძლება სხვებიც იყვნენ. რასაც ვამბობდით ის დაადასტურეს, რომ იყო კონკრეტული სუბიექტი, ყოფილი გუნდის წევრი, რომელიც თანამშრომლობდა ამ ადამიანებთან, რადიკალურ ოპოზიციასთან.
რეალურად, შეგულიანებულები იყვნენ ეს ადამიანები კონკრეტული მინიშნებებით, მითითებებით, თანხებით, ეს არის ის ინფორმაცია რაც ჩვენ გვაქვს. მე სახელებში და გვარებში არ შევალ არცერთ შემთხვევაში, ზოგადად ვამბობ, რომ ასეთი თანამშრომლობა არსებობდა ყოფილ გუნდის წევრს შორის და რადიკალურ ოპოზიციას შორის. ხაბეიშვილი იყო კონკრეტულად თანხის მიმღები, ანუ ამ დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რამდენს იღებდა, რა თანხას იღებდა და ამ თანხის სანაცვლოდ მერე რას აკეთებდა," - განაცხადა კობახიძემ.