სააკაშვილმა არაჟანთან ერთად უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არაჟანთან ერთად" გადმოკვეთა:
არ ვიცი, შეიძლება ევროპაში არიან ლობისტები, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ, გადმოკვეთა თუ არა სააკაშვილმა უკანონოდ საზღვარი, მაგრამ ყველამ იცის, რომ მას უკანონოდ აქვს გადმოკვეთილი საზღვარი არაჟანთან ერთად, შესაბამისად, მას ახალი მუხლის მიყენება ეკუთვნის" - ამბობს კობახიძე.
საქართველოს მთავარმა პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალს წარუდგენს.