ვინ იქნებიან ასაკრძალი პარტიების სიაში - რას ამბობენ "ოცნებაში"
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ამ წუთებში "ოცნების" დეპუტატები პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტს უყრიან კენჭს და სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში დაამტკიცებენ.
სიახლე არის ის, რომ ივანიშვილის გუნდს 10-მდე პარტიის აკრძალვა აქვს გადაწყვეტილი - ეს გუშინ ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა.
დღეს "პირველებმა" ოცნების დეპუტატებს და მის სატელიტ "ხალხის ძალას" ჰკითხა, თუ ვინ იქნებიან ასაკრძალი პარტიების სიაში:
ჩვენ არავის გაქრობას არ ვფიქრობთ, ახალი პოლიტიკური პარტიები გამოჩნდებიან, რომლებიც არ იქნებიან აგენტები, რომლებიც არ იქნებიან უცხოურ ფულზე დამოკიდებულები და ქვეყნის პატრიოტები დაიკავებენ მათ ადგილს.
ასაკრძალ პირთა სიაში იქნება ვინც ნაცებთან და იმ სიბინძურესთან არიან დაკავშირებულები, ვისაც იმ ტერორთან აქვს კავშირი იქნებიან ის ადამიანები. ვისაც აქვს დანაშაული ჩადენილი, ყველა აგებს პასუხს ადრე თუ გვიან", - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.
"ოცნებაში" ოპოზიციურ პარტიებს უკვე პარტიებადაც აღარ მოიხსენიებენ - დღეს რატი იონათამიშვილმა ოპონენტებს პროექტები უწოდა და ირწმუნებოდა, რომ "პროექტებს ერთი და იგივე ავტორი ჰყავს".
ჩვენ ვხედავდით 4 ოქტომბერს, 4 ოქტომრამდეც, რომ ეს ადამიანები პირდაპირ მოუწოდებნდენ დამხობისკენ. ისინი ღიად საუბრობდნენ, რომ უნდა შევარდნილიყვნენ და ძალით დაეკავებიათ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიქტები. ისინი ღიად საუბრობდნენ ძალადობაზე და ახლაც, როდესაც ისინი ცდილობენ მსგავსი საკითხების წინ წამოწევას და ვერ სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, რა თქმა უნდა, ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არ არიან პარტიები, ისინი არიან კონკრეტული პროექტები, ამ პროექტებს ჰყავს ერთი და იგივე ავტორი, რომელიც მათ უნაწილებს როლებს, მაგრამ ამ როლების შესრულებაშიც არიან უხეიროები, უნიათოები და უნიჭოებიც", - ამბობს კოკი იონათამიშვილი.
ის რომ ყველა პარტიის აკრძალვაზე იყო მსჯელობა, ამას "პირველებს" უდასტურებს თენგიზ შარმანაშვილი. ის ამტკიცებს, რომ "ოცნება" სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში არა აღქმების საფუძველზე, არამედ იურიდულად გამყარებული დასაბუთებით შეიტანს და ისე მოითხოვს პარტიების აკრძალვას.
მსჯელობა ყველაფერზე (ყველა პარტიაზე) იყო, დანარჩენს სარჩელში ნახავთ. აღქმების დონეზე, როგორც კი მიხვალ სასამართლოში, იგივე დაგემართებათ, როგორც ნაცებს დაემართათ სტრასბურგში . აღქმებით მიიტანეს სარჩელი და ყველა წააგეს. თუ იურიდიულად არ იქნება დასაბუთებული, იგივე ბედი ეწევა ჩვენს სარჩელსაც, ამიტომ, ჩენ არ დავუშვებთ, რომ აღქმებსი დონეზე იყოს ეს სარცელი მომზადებული"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.