პარტიების აკრძალვის გეგმა - რა სანქციებს ელოდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები

16.10.25 11:59
პარტიების აკრძალვის გეგმა - რა სანქციებს ელოდებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები

რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს პარტიების აკრძალვამ - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელოდებიან, რომ ივანიშვილის გუნდმა მათ შესაძლოა ქვეყნიდან გასვლაც კი აუკრძალოს.

ენმ-ს თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ "ოცნებამ" მათ წინააღმდეგ შესაძლოა ისეთი სანქციებიც კი აამოქმედოს, რომ ტელევიზიებში განცხადების გაკეთების უფლებაც კი შეუზღუდოს. 

გარკვეულ ცვლილებებს ეს გამოიწვევს ახლა იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ უფრო ფორმალური წინაღოდა გაჩნდება ჩვენი საქმიანობისთვის. შეიძლება აგვეკრძალოს საერთოდ ქვეყნიდან გასვლა, ტელევიზიებში ჩართვაც და თუ ჩავერთებით, შემდეგ იმ ტელევიზიებს დაეკისროს ძალიან დიდი ჯარიმები. შეიძლება სხვადასხვა ტიპის სანქციები აამუშავოს ივანიშვილმა და საბოლოო ჯამში დაიწყოს იმ ადამიანების დაკავება, რომლებცი ამ აკრძალვას არ დაემორჩილებიან", - აცხადებს თინა ბოკუჩავა. 

"ძლიერ საქართველოში" თვლიან, რომ პარტიებსი აკრძალვა დიქტატურის საწყისი ფაზაა.

პოლიტიკის მეცნიერებაშიც კი პოლიტიკის აკრძალვა არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმ საწყისი ფაზის, რასაც ჰქვია დიქტატურა და განსხვავება ე.წ. ავტორიტარიზმსა და დიქტატურას შორის არის სწორედ ის, რომ რეჟიმი, რომელიც კრძალავს პოლიტიკურ პარტიებს, არის დიქტატურა", - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, თენგო თევზაძე კი ამბობს, რომ როგორი სანქციაც არ უდნა აამუშაოს ივანიშვილის გუნდმა ოპონენეტებიწ წინააღმდეგ, ისინი ბრძლას მაინც არ შეწყვეტენ. 

ჩვენს პოლიტიკურ ლიდერს, როგორ შეუზღუდავენ პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლებას? აქციაზე არ ივლის, ეთერში არ მოვა და არ ისაუბრებს სიმართლეს თუ რა? "ოცნება" იმდაგვარ რეპრესიებში არის გადასული, რომელიც მას მიაჩნია, რომ ოპოზიციის განადგურებისთვის იქნება გადამწყვეტი, მაგრამ ვერ იქნება, რადგან ჩვენ ამ ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებთ", - აღნიშნა თენგო თევზაძემ. 

რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს "ოცნება" - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სია მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. 

მსგავსი სიახლეები