როგორ აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დასკვნას?

16.10.25 12:03
როგორ აფასებენ მესამე სექტორის წარმომადგენლები ვენეციის კომისიის დასკვნას?

ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა - ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, "ქართული ოცნებისთვის" ვენეციის კომისიის დასკვნის შესრულება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილის გუნდი საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაზე  უარს ამბობს. 

  • ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, უნდა გაუქმდეს FARA, გრანტების და მაუწყებლობის შესახებ კანონები. 
  • დასკვნაში აღნიშნულია, რომ მოცემული კანონები ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება და ძალადობრივია. 
  • ამასთან, ექსპერტთა ჯგუფი ანტიკორიუფციულ ბიუროს აკრიტიკებს, რომელიც მათი შეფასებით არადამოუკიდებელი ორგანოა და  დაუშვებელია მას ჩაბარებული ქონდეს ის უფლებამოსილებები, რომელიც აქვს. 

საარჩევნო საკითხების ექსპერტი, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ვენეციის დასკვნის მიხედვით, საქართელოში ასეთი ტიპის კანონმდებლობის მიღება საჭიროებას არ წარმოადგენდა.

გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით წერია, რომ პროპორციულობა არ ჩანს ამ კანონმდებლობის მიღების და ზოგადად წერია, რომ აქ შესული ცვლილებები უნდა იყოს ასევე გაწვეული, ისევე როგორც ივანიშვილის FARA-სთან დაკავშირებით წერია პირდაპირ GEO FARA - ანუ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული FARA. 

რეალურად, ვენეციის კომისია ამბობს, რომ საქართველოში არ იყო საჭირო ასეთი ტიპის კანონმდებლობები, უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით და თუკი საჭირო იყო ერთი კანონმდებლობის ფარგლებში შეიძლება მოქცეულიყო, ისიც უფრო თავისუფალი სივრცის დატოვების შესაძლებლობით და არა ამდენი კანონი, რომელიც ბუნდოვანს ქმნის და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პოლიტიკური მიზნით,"  - ამბობს ნინო დოლიძე. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელი, ალექსანდრე ბარამძე აღნიშნავს, რომ "ოცნების" მიერ მიღებული კანონები ყველაფერს არღვევს რაც კი მოეთხოვება კანონს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად და რაც კი მოეთხოვება სახელმწიფოს, რომ თავი შეიკავოს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვებისგან.

რაც კი მოეთხოვება კანონს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად და რაც კი მოეთხოვება სახელმწიფოს, რომ თავი შეიკავოს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვებისგან, მათ შორის ისეთების როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ეს კანონები ამას ყველაფერს არღვევს. 

კონკრეტულად,  FARA-სთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ FARA შეიცავს უამრავ ბუნდოვან დებულებას, გაუგებარია რას ნიშნავს აგენტი, გაუგებარია რას ნიშნავს უცხოელი პრნციპალი, გაუგებარია რას ნიშნავს პოლიტიკური საქმიანობა,  ან რატომ არის აუცილებელი რომ შეიზღუდოს," - აღნიშნა ალექსანდრე ბარამიძემ. 

იურისტის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ვენეციის კომისიის და მსგავსი ინსტიტუციების მიმართ დამოკიდებულება მას შემდეგ შეიცვალა, რაც აღნიშნულმა ინსტიტუციებმა მათი საწინააღმდეგო დასკვნების აქტიურად წერა დაიწყეს. 

"ქართული ოცნება" აჭრილი არის ერთის მხრივ თავის მესიჯებში, მაგრამ მათ ავტორიტეტულობას და მათ დამოუკიდებლობას აქამდე ფაქტობრივად აღიარებდა ხოლმე, მაშინ როდესაც დაიწყეს მათი საწინააღმდეგო დასკვნების აქტიურად წერა და დაწერეს ძალიან აქტიურად ხისტი შეფასებები, უცბად აღმოჩნდა, რომ მანამდე როდესაც პატივს სცემდნენ ამ ინსტიტუციებს, თურმე ისინი "დიფ სთეითის" დანამატები თუ რაღაცა ყოფილან," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები