ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია, აბესაძე - მერის მოადგილეები მელიას გამარჯვების შემთხვევაში

20.10.21 21:40
ხაზარაძე, ჯაფარიძე, ხოშტარია, აბესაძე -  მერის მოადგილეები მელიას გამარჯვების შემთხვევაში

ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის მოადგილეები მამუკა ხაზარაძე,  ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე იქნებიან.

ხაზარაძის კანდიდატურა ნიკა მელიამ დღეს, 20 ოქტომბერს კოალიციური კაბინეტის წარდგენის დროს დაასახელა.

ერთპარტიული მმართველობა ესაა რუსული ტიპის მმართველობა. 30-წლიანი პოსტსაბჭოთა გამოცდილებაში და ცხოვრებაში დღეს გვაქვს უნიკალური შანსი, რომს ხვადასხვა პარტიებმა, რომელთა პროგრამები და ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს და მათი მიზანია რომ ეს ქალაქი იყოს უკეთესი - ეს ყველას საერთო გვაქვს", - თქვა ხაზარაძემ.

ამ ადამიანს ყველაზე ბევრი მხარდაჭერა აქვს ახალგაზრდებში. ახალგაზრდებში, რომლებიც ჩვენი მოამავალია და რომლისთვისაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ თბილისში ცხოვრება და დასაქმება უხაროდეთ“,- განაცხადა მელიამ ზურაბ ჯაფარიძეზე საუბრისას. 

ელენე ხოშტარია ბევრ რამეს უზრუნველყოფს თბილისის საკეთილდღეოდ"- თქვა ოპოზიციის საერთო კანდიდატმა "დროას" ლიდერზე საუბრისას.

ეს არის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია საკუთარი ენერგიით და ადამიანის უფლებების დაცვით. ბრძოლის წინა ხაზზე მიდის ხოლმე. რიგითობით ჩემზე წინ მიდის ხოლმე ბრძოლის წინა ხაზზე “,- განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მერიაში ავრცელებენ ჭორებს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში საკადრო წმენდა განხორციელდება, რაც მისი თქმით სიცრუეა. 

 არავინ, არცერთი ჩვენგანი არ ვაპირებთ ამას. არ არსებობენ კანდიდატები, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იტყვიან, რომ დიახ, მისთვის მოვდივართ მერიაში, რომ თქვენ გაგყაროთ. მაგრამ ის შემადგენლობა, რომელიც არის, რომც მინდოდეს, დაუოკებელი სურვილი რომც მქონდეს, არც მამუკა ხაზარაძე, არც ზურა გირჩი ჯაფარიძე და არც ერთი ადამიანი, რომელსაც ახლა წარვადგენ, ამას არ გამაკეთებინებს, ვერც გავაკეთებ. მართვის ეს მოდელი სწორედ ამით განსხვავდება იმ მოდელისგან, რაც გვაქვს"- თქვა მელიამ.