"ჩვენ ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს" - მახაშვილი

16.10.25 12:15
"ჩვენ ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს" - მახაშვილი

"ჩვენ ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა და ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას გამოეხმაურა. 

მისი თქმით, საერთაშორისო ინსტიტუციას "უფრო დეტალურად, ვინც ჰკითხა, შეუძლიათ, მათ მოჰკითხონ აზრი". 

ჩვენ ვენეციის კომისიისთვის აზრი არ გვიკითხავს, ამიტომ, უფრო დეტალურად, ვინც ჰკითხა, შეუძლიათ, მათ მოჰკითხონ აზრი. როცა კანონს ვიღებდით, მაშინაც განვაცხადეთ, რომ ჩვენ მზად ვართ, FARA გავაუქმოთ, თუ ამერიკელებიც გადაწყვეტენ, რომ ეს კანონი ნამდვილად არ შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ათწლეულების მიერ მიღებული კანონი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით იცავდა ამერიკის დემოკრატიას, კეთილსინდისიერ პოლიტიკას, საარჩევნო პროცესებს, თუ ისინიც გააუქმებენ. თუ არ აუქმებენ, მაშინ ბუნებრივია არის რაღაც საჭიროება, ხომ?" - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ "ოცნების" მიღებული კანონები მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ FARA, გრანტების და მაუწყებლობის შესახებ კანონები უნდა გაუქმდეს. 

მსგავსი სიახლეები