კალაძემ ეუთოს თავმჯდომარეს "აკაცუკების პატრონი" უწოდა
კახა კალაძემ დღეს ეუთო თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი, რომელმაც ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა გააუქმა, "აკაცუკების" პატრონად" მოიხსენია.
რამდენიმე „აკაცუკი“ შეიკრიბება, გადაკეტავს გზას, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა საკუთარი შვილები - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერი დღეს კამერების წინ ირწმუნებოდა, რომ აქციის მონაწილეები "გარედან ფინანსდებიან".
„ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო, როდესაც ვხედავთ ამ ტიპის ნაბიჯებს, თუმცა გასაკვირიც არაა, იმიტომ, რომ ჩამოვიდა თავის შვილებთან. იცით, რომ ზუსტად გარედან ფინანსდებიან ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომელიც რუსთაველზე იკრიბებიან. რამდენიმე „აკაცუკი“ შეიკრიბება, გადაკეტავს გზას, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის დედაქალაქის მოსახლეობას, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ მოენახულებინა საკუთარი შვილები. ეს არის რეალობა. საზოგადოებამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უკვე ყველაფერს ხვდება. ყველაფერი ხელის გულზეა. აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან. ყველაფერი ცხადია, როგორ, საიდან, ვის, რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და რა მდგომარეობაა ზოგადად. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, რა თქმა უნდა, ჩვენი მტკიცე ხასიათით, იმ პრაგმატული პოლიტიკით, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ქვეყნის ინტერესი და გავატაროთ ქართველი ხალხის ინტერესი“,- განაცხადა კახა კალაძემ.