ენმ: თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

16.10.25 14:10
ენმ: თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ოდრა პლეპიტეს შეხვდნენ", - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავცრელებს.

როგორც გავცრელებულ ინფრომაციაშია ნათქვამი, საუბარი ოდრა პლეპიტესთან ევროკავშირის მხრიდან სასანქციო პოლიტიკის აუცილებლობაზე შედგა.

ახლა დავასრულეთ შეხვედრა მე და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სადაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროკავშირის მხრიდან სასანქციო პოლიტიკის აუცილებლობაზე, რაც ითვალისწინებს მყისიერად უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ივანიშვილისთვის, მისი გარემოცვისთვის, პროპაგანდისტებისთვის, მოძალადეებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და უკვე მერამდენე შეხვედრა გვაქვს ევროპის დედაქალაქებში, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგოს უვიზო მიმოსვლის, რომლის საფრთხეც ძალია რეალურად დააყენა ივანიშვილმა  საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნაცვლად ამისა, უვიზო მიმოსვლა უნდა დაკარგოს ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. 20-ში არის საგარეო მინისტრთა კომიტეტი, მინისტერიალი ევროკავშირის ქვეყნების და ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში სხვა სასანქციო ბერკეტებთან ერთად იმისთვის, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები