მისცემს თუ არა კობახიძე ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას გამოძიებას?

16.10.25 14:20
მისცემს თუ არა კობახიძე ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას გამოძიებას?

 

 

ლადო ბოჟაძის განცხადებით, მისი ინფორმაციით, გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციას აფინანსებდნენ.

ამის შესახებ ბოჟაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ოცნების" გუნდის ყოფილი წევრი ლევან ხაბეიშვილს და სხვა ორგანიზატორებს თანხას ურიცხავდა და მათთან თანამშრომლობდა. 

"პირველების" კითხვის საპასუხოდ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუ გამოძიება დაინტერესდება იმით, თუ ვის გულისხმობდა ირაკლი კობახიძე, "ბუნებრივია აქაც პრემიერმინისტრის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი". 

ამასთან, კითხვაზე შეიძლება თუ არა ირაკლი კობახიძემ გამოძიებას ჩვენება მისცეს, ბოჟაძემ უპასუხა, რომ არ იცის და ამას გამოძიება დაადგენს. 

რა თქმა უნდა ნებისმიერი სახელმწიფოებრივი ქმედება და მათ შორის დაფინანსება არის სისხლის სამართლის დანაშაული და გამოძიება მათ შორის, ჩემი ინფორმაციით ამ მიმართულებითაც მუშაობს, ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც აფინანსებდნენ. 

ის, რაც გუშინ პრემიერმა ბრძანა, ალბათ, უფრო პრემიერთან არის კითხვა დასასმელი. მე არ მქონია პრემიერმინისტრთან შეხვედრა და არც საშუალება, ეს კითხვა დამესვა, ამიტომ "ქართული ოცნების" გუნდის წევრებს უნდა კითხოთ ეს. მე მხოლოდ პრემიერმინისტრისგან მოვისმინე გუშინ. 

მე მეტსაც გეტყვით, თუ გამოძიება დაინტერესდება ვის გულისხმობდა პრემიერმინისტრი, ბუნებრივია, აქაც პრემიერმინისტრის პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი, მას აქვს ინფორმაცია ამის შესახებ. 

მე არ ვიცი [შეიძლება თუ არა ირაკლი კობახიძემ გამოძიებას ჩვენება მისცეს], ვიმეორებ, გამოძიება დაადგენს. 

ამაზე პასუხი უნდა გაგვაგებინოს გამოძიებამ [შეიძლება თუ არა იყოს ლილუაშვილი], გამოძიებამ უნდა გასცეს ამაზე პასუხი. მე ხომ არ ვარ გამომძიებელი," - განაცხადა ბოჟაძემ. 

მსგავსი სიახლეები