"ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტებს, დაპატიმრებულ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელს და ანდჟეი პოჩობუტს" - იუკნევიჩიანე

16.10.25 14:23
"ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტებს, დაპატიმრებულ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელს და ანდჟეი პოჩობუტს" - იუკნევიჩიანე

"ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაში შესულ თავისუფლებისთვის მებრძოლებს - დაპატიმრებულ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელს და ანდჟეი პოჩობუტს," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს

მისი თქმით, დაკავებული ჟურნალისტები "ერთი და იმავე ბრძოლის ორ ფრონტზე დგანან: სიმართლისთვის, ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ტირანიის წინააღმდეგ". 

ვულოცავ სახაროვის პრემიის ფინალისტთა სიაში შესულ თავისუფლებისთვის მებრძოლებს - დაპატიმრებულ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელს და ანდჟეი პოჩობუტს, რომლებიც წარდგენილნი არიან "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის (EPPGroup-ის) მიერ.

ისინი ერთი და იმავე ბრძოლის ორ ფრონტზე დგანან: სიმართლისთვის, ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი ტირანიის წინააღმდეგ," - წერს რასა იუკნევიჩიანე. 

მსგავსი სიახლეები