"ქართული კოშმარი" აშინებს დიპლომატებს" - ზურაბიშვილი ვალტონენის დაჯარიმებაზე

16.10.25 15:05
"ქართული კოშმარი" აშინებს დიპლომატებს" - ზურაბიშვილი ვალტონენის დაჯარიმებაზე

სალომე ზურაბიშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის გზის გადაკეტვის გამო, 5 000 ლარით დაჯარიმებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართული კოშმარი" აშინებს დიპლომატებს, აჩუმებს მოქალაქეებს და უგულებელყოფს ევროპულ პრინციპებს".

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის განცხადებით, ელინა ვალტონენის დაჯარიმება მსოფლიოსთვის სიგნალია და ევროპამ ამას თვალი არ უნდა აარიდოს. 

ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის წინააღმდეგ დაკისრებული ჯარიმა მსოფლიოსთვის სიგნალია: "ქართული კოშმარი" აშინებს დიპლომატებს, აჩუმებს მოქალაქეებს და უგულებელყოფს ევროპულ პრინციპებს. მოქალაქეების ხმა ჩახშობილია, დემოკრატიული ნორმები იგნორირებულია და თავისუფლება საფრთხის ქვეშაა. ევროპამ თვალი არ უნდა აარიდოს!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები