დიქტატორული პარტია „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს - მარკო მიხელსონი
„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს.
მიხელსონი ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს, რომელმაც პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება დააანონსა.
„ქართული დიქტატორული პარტია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი არასდროს გახდეს. ამისგან სარგებელს მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი იღებს“, - წერს მარკო მიხელსონი.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ზუსტი სია, რომელი პარტიების აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება.
მისი თქმით, სიაში იქნებიან ისეთი პარტიები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და ახლა კონკრეტული პარტიების ხელმძღვანელები არიან.
კობახიძემ აღნიშნა, რომ სიაში შესაძლოა 10-მდე პარტია მოხვდეს.