პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში მომდევნო კვირას შევა
ოპოზიციის აკრძალვის გეგმა წუთი-წუთზე კანონად იქცევა. "ქართული ოცნების" დეპუტატები კიდევ ერთხელ
მესამედ დაუჭირენ მხარს კანონპროექტს.
გაუქმება ემუქრება 10-მდე პოლიტიკურ პარტიას, თუმცა კიდევ უფრო გრძელია იმ პოლიტიკოსების ჩამონათვალი, ვისაც პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავენ.
როგორც გიორგი კახიანი "პირველებთან" ამბობს, სარჩელი ფაქტობრივად უკვე მზად არის და ის მომდევნო კვირას უკვე უკვე ოფიციალურად წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს.
კახიანი პარტიების ჩამოთვლისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ ეს სარჩელის შეტანის დღეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
"ოცნების" წევრმა დღეს "პირველებს ასევე უთხრა, რომ შესაძლოა პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, თუმცა მათი მოქმედი კონკრეტული წევრების მიმართ არც დადგეს კონსტიტუციურ წარდგინებაში საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნა.
სარჩელი ფაქტიურად მზად არის და ისე როგორც პროცედურა მოითხოვს, ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს ახლა და მომდევნო კვირას უკვე უკვე ოფიციალურად წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. საზოგადოებისთვის ცნობილი არის თითოეული მათგანი, უბრალოდ კონკრეტული ადამიანების სახელების და გვარების ჩამოთვლას, ბუნებრივია მე არ დავიწყებ, არ გავასწრებ პროცესებს. მათ შორის შეიძლება იყვნენ ისეთებიც, ვინც ფიზიკურად არ იმყოფებიან დღეს ქვეყანაში. ისეთებიც არიან ვის მიმართაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არის დამდგარი. ზოგიერთი მათგანის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებაც არის, გამამტყუნებელი განაჩენი და ა.შ.
კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა ის, რომ ამ პარტიებთან ( გახარიას პარტია, ლელო) მიმართებაშიც მთელი რიგი კითხვებია, ამაზეც ბევრი გვისაუბრია. შეიძლება, ზოგიერთი პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, თუმცა შეიძლება მათი მოქმედი კონკრეტული წევრების მიმართ არც დადგეს კონსტიტუციურ წარდგინებაში მათთვის საქმიანობის შეწყვეტის მოთხოვნა", - ამბობს გიორგი კახიანი.