ვიცე-მერობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დასახელდა - რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება?

20.10.21 22:49
ვიცე-მერობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე დასახელდა - რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება?

თბილისში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მერის ერთ-ერთი მოადგილე გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ზურაბ ჯაფარიძე იქნება. ჯაფარიძემ ცოტნე კობერიძე ჩაანაცვლა. ვიცემერის პოსტზე ამ დრომდე სწორედ კობერიძე იყო დასახელებული. 

მეგობრებო, ვიცე მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა როგორც ვიცე მერობის ნადიდატი ჩემზე კარგად იზამს". - წერს ცოტნე კობერიძე.