ქართველი ემიგრანტები "ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყებას აანონსებენ
ქართველი ემიგრანტები "ოცნების" წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის დაწყებას აანონსებენ. მიზეზი რეპრესიულად მიჩნეულ აგენტების შესახებ კანონში არსებული ჩანაწერებია, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის პარტია ემიგრანტებსაც აგენტებად აცხადებს.
იურისტები, რომლებიც საკონსტიტუციო სარჩელისთვის ემზადებიან, ამბობენ, რომ "ოცნებამ" ამ კანონით კონსტიტუციის სულ მცირე მეხუთე მუხლი დაარღვია.
იურისტ კახა წიქარიშვილის განცხადებით, "ოცნებამ" უცხოურ პრინციპალად გამოაცხადა ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ.
"ოცნებას" დღეს არ დაუმალავს, რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხების გამჭვირვალობაც აინტერესებთ.
ეს კანონი ამბოსბ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არიან უცხო ძალები, ხოლო მათი დაფინანსებული აქტივობა უნდა მოექცეს ამ კანონის მოქმედების ქვეშ, როგორც უცხო ძალის აქტივობა. აქ პრაქტიკა ვის გამოარჩევს, ვის ჩათვლის პრინციპალად და ვის არა ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ კანონში პირდაპირ წერია, რომ თუ საქართველოს მოქალაქე მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, ის არის უცხო ძალა, უცხოეთის წარმომადგენელი. ჩვენ ვაპირებთ ხელმოწერები შევაგროვოთ და საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ, რომ ეს არაკონსტიტუციური ჩანაწერი იქნას ცნობილი ბათილად", - ამბობს იურისტი კახა წიქარიშვილი.
ემიგრანტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ემიგრაციის და საქართველოში თავისუფალი ფინანსების შემოტანის ეშინია .
ბიძინა ივანიშვილს ეშინია ემიგრაციის და ამიტომ ყველას, ვისაც შანსი აქვს, რომ თავისუფალი ფინანსები შემოიტანოს საქართველოში, ცდილობს რომ შეწყვიტოს. ივანიშვილს ეშინია, ემიგრანტებმა არ დააფინანსონ მაგალითად დაჯარიმებული ადამიანები. ამ კანონის არს არის, რომ ქვეყანაში არ არსებობდეს უბრალოდ თავისუფალი ფული და ემიგრანტებს არ შეეძლოთ ოჯახის წევრების დახმარება", - ამბობს ემიგრანტი.
რატომ უნდა გვეწოდოს ჩენ უცხო ძალა ან უცხო ძალის აგენტები? ეს ჩვენთვის მიუღებელია. თუ საჭირო გახდება, მივიღებთ მონაწილეობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოშ შევიდეს სარჩელი", - აცადებს უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე.
Photo: Salome Khatiashvili