"ამ კლოუნადას კავშირი არ აქვს დიპლომატიასთან" - დიპლომატი ელჩის დაჯარიმებაზე

16.10.25 17:54
"ამ კლოუნადას კავშირი არ აქვს დიპლომატიასთან" - დიპლომატი ელჩის დაჯარიმებაზე

საქართველოს ყოფილი ელჩი ევროპის საბჭოში, მამუკა ჟღენტი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის გზის გადაკეტვის გამო, 5 000 ლარით დაჯარიმებას ეხმიანება. 

მისი თქმით, მსგავს "მდაბიო დავალებას რუსეთი მხოლოდ სოხუმს და თბილისს მისცემს იმიტომ, რომ ეს ორი რეჟიმი უბრალოდ ასრულებს მათ დავალებებს".

მამუკა ჟღენტი აღნიშნავს, რომ რაც მოხდა "კლოუნადაა და არფერი კავშირი არ აქვს დიპლომატიასთან". 

ეს არის კომიკური, ეს არის კლოუნადა, არაფერი კავშირი ამას დიპლომატიასთან, საერთაშორისო სამართალთან, ან საერთაშორისო ურთიერთობებთან არ გააჩნია. ესეთ დავალებას რუსეთი მისცემს, ალბათ, მარტო სოხუმს და თბილისს იმიტომ, რომ ეს ორი რეჟიმი უბრალოდ ასრულებს მათ დავალებას მიუხედავად იმისა, რა დონის სისულელე ან მდაბიო იქნება დავალება. ყველაფერზე მზად არიან ხელი მოაწერონ, თორემ არა მგონია, კობახიძეს ან რომელიმე "ქართული ოცნების" მოლაპარაკე თავს ასეთი სისულელის საკუთარი ინიციატივით გაკეთება გადაეწყვიტათ," - განაცხადა მან. 

მსგავსი სიახლეები