სკანდალი: ვინ გაუღო თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის კარი პუტინის მეგობარ ბიზნესმენს?!
ვინ გაუღო თბილისის აეროპორტის სამთავრობო დარბაზის კარი პუტინის მეგობარ ბიზნესმენს?! ვრცელდება კადრები სადაც ჩანს, რომ უმარ კრემლიოვი თბილისში სწორედ სამთავრობო დელეგაციების დარბაზით გამოატარეს. ვიდეომასალა უმარ კრემლიოვმა თავად გადაიღო და მისივე ტელეგრამზე გაავრცელა.
ვის შეხვდა, კაცი რომელსაც უკრაინაში ომის შემდეგ პუტინის გარემოცვის მილიარდები ჩააბარეს? "პირველების" კითხვაზე პასუხისას კახი კალაძე ადასტურებს შეხვედრას კრემლიოვთან.
კაცი პუტინის ახლო გარემოცვიდან საქართველოში პარასკევს ჩამოვიდა და კვირას წავიდა. რა საგანგებო მისია ჰქონდა საქართველოში? კალაძე ამტკიცებს, რომ სპორტი.
უმარ კრემლიოვი მართლაც არის კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს კრივის ფედერაციაში ამბობენ, რომ არც ამ ვიზიტის შესახებ იცოდნენ და არც მათ შეხვედრია ვინმე.
უმარ კრემლოვის შესახებ არა ერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებაა მომზადებული, სწორედ ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ის პუტინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ახლო მეგობარია და ასე გავიდა კავშირზე თავად პუტინთან. ფონდ თავისუფალი რუსეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გვიყვება, რომ საქართველოში კრემლიოვის ვიზიტის მიზანი ახალი ბიზნეს არხების გაჭრა იყო.
კადრებში რომელიც აეროპორტშია გადაღებული, მის გვერდით ჩანს, ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. კადრებში, რომელიც რესტორანშია გადაღებული, სუფრასთან სხედან, ოცნების დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი და სავარაუდოდ ოცნების ექს დეპუტატი არჩილ თალაკავაძე.