რა იცის "ოცნების" პრემიერმა - მისცემს თუ არა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას კობახიძე?

16.10.25 20:09
რა იცის "ოცნების" პრემიერმა - მისცემს თუ არა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას კობახიძე?

მისცემს თუ არა ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენებას ირაკლი კობახიძე? - ეს კითხვა მისსავე გუნდის წევრებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც "ქართული ოცნების" ლიდერმა, თქვა რომ მისი პოსტზე დანიშვნის შემდეგ, "ოცნების" რიგებიდან წასული ხალხი, 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს გაურიგდა და დიდი პროტესტის ორგანიზებაში ეხმარებოდა.  

თუ კობახიძის ლოგიკასვე გავყვებით, გამოდის, რომ "ქართულ ოცნებას" გადატრიალებას მისივე გუნდის წევრები უწყობდნენ და ამისთვის დიდ ფულსაც იხდიდნენ. რა მოტივი ამოძრავებდათ ყოფილებს კობახიძემ ესეც მიგვანიშნა.

თუ გადავხედავთ 4 ოქტომბრამდე განვითარებულ პროცესებს, ამ დროს ოცნებამ ერთის მხრივ ლევან ხაბეიშვილი დააკავა და საჯარო სივრცეს განარიდა, პარალელურად კი ღარიბაშვილ-ლილუაშვილის გარემოცვის ხმაურიანი დაკავებები დაიწყო. დააკავეს ღარიბაშვილის ძმაკაცი - ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე ლილუაშვილის ნათელმირონი ბიჭიკო პაიკიძე და კიდევ ბევრი სხვა.  

არჩევნების შემდეგ კობახიძემ ყოფილებთან დაპირისპირების თემა მიაძინა, ახლა კი ყველაფერი თავიდან იწყება, ივანიშვილის პარტიის ლიდერი ივანიშვილის პარტიიდან წასულებს ივანიშვილის დამხობის თანამონაწილედ აცხადებს. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკითხვებზე იბარებენ კრიმინალურ პოლიციაში ყველას,  ვინც კი რაიმე განცხადებას აკეთებს, ახლა საინტერესოა მისცემს თუ არა ჩვენებას მისი ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ ირაკლი კობახიძე. 

თათია წოწონავა დეტალებით

მსგავსი სიახლეები