ვინ არის "ქართული ოცნების" მიერ დამკვირვებლად გასაღებული მესაფლავე?

16.10.25 20:15
ვინ არის "ქართული ოცნების" მიერ დამკვირვებლად გასაღებული მესაფლავე?

კაცი, რომელიც 4 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგზე, ჟურნალისტებს ფრანგ დამკვირვებლად გაეცნო და "ქართლი ოცნების" ჩატარებული არჩევნები შეაქო, არა საარჩევნო საქმის სპეციალისტი, არამედ მესაფლავე აღმოჩნდა.  ეს არის თბილისის სასაფლაოზე გადაღებული ივ მარი ჟორჟ რობერტ ალფის ფოტო, რომელიც "მითების დეტექტორის" კვლევაში მოხდა. ირკვევა, რომ ის ცესკოს დამკვირვებლების მოწმობით, ის თბილისის სასაფლაოებზე დადიოდა.  მკვლევარებმა დაადგინეს, რომ "ქართულ ოცნების" მიერ ფრანგ დამკვირვებლად შერაცხული კაცი საფრანგეთში რეგისტრირებული „სამგლოვიარო ბიუროს ხელმძღვანელია.

საფრანგეთში სამგრლოვიარო რიტუალების ორგანიზების კომპანიის ვებ გვერდზე იძებნება სტატია, რომ კაცი, რომელიც საქართველოში დამკვირვებლად იყო გამოცხადებული, რეალურად, საქართველოში სამგლოვიარო ტრადიციების შესასწავლად ჩამოვიდა და ამ მიზნით შეხვდა, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრს. 

ყალბი დამკვირვებლების შესახებ 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე წერს ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციამ 29 ფსევდო დამკვირვებელი დააიდენტიფიცირა, რომლებიც ოცნებას დემოკრატიული არჩევნების ფასადს საჯარო განცხადებებით უქნიდნენ.

დამკვირვებლად გასაღებული მესაფლავე - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები