"ჩაუდეს იარაღი და ხელყუმბარა" - დაკავებულია ყოფილი ძალოვანი
სპეცოპერაციების სერია სამეგრელოში - დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა. "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, მას ავტომატურ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.
ოპოზიციის ინფორმაციით, "სადამსჯელო ღონისძიებაში" თბილისიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა ჭელიძე, ჩავიდნენ და სპეცოპერაციასაც ისინი ხელმძღვანელოვდნენ.
ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას, სახლიდანაც. შამახიას იარაღის ტარების უფლება აქვს.
"ამით ვერ დაგვაშინებთ, პასუხს მიიღებთ მეორე ტურზე" - დაწერა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანი წითლიძემ რამდენიმე წუთის წინ.
შეშინებული, არაადეკვატური ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება რომლის მიზანია გაანეიტრალოს ის ადამიანები ვინც აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნების გაყალბების სქემების გაშიფრვაში. დააკავეს ჩვენი მეგობარი ხობში ყოფილი პოლიციის უფროსი ლექსო რაფავა, ჩაუდეს იარაღი და ხელყუმბარა. დააწიოკეს მცირეწლოვანი ბავშვები.
ჩხრეკა ჩაატარეს ჩვენი მეგობრის რუსლან შამახიას სახლში. დააწიოკეს ოჯახი. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შსს მინისტრის მოადგილეები ბედოიძე და ჭელიძე.
ქართული ოცნება - ნაძირლები ხართ. ამით ვერც ჩვენ დაგვაშინებთ, ვერც ხალხს! პასუხს მიიღებთ მეორე ტურზე", - წერს ანი წითლიძე.