ორ დღეში, სამი მოსმენით, წინააღმდეგობის გარეშე მიღებული კანონი - "ოცნება" ოპოზიციის აკრძალვისთვის ემზადება
"ქართული ოცნების" დეპუტატებმა ასაკრძალ პირთა სიაზე ბევრი არაფერი იციან. ამ სიას პარტიის რამდენიმე ლიდერი წერს, თუმცა იციან, რომ სიის სათავეში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნები უნდა იყვნენ. მათ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით პოლიტიკური საქმიანობა უნდა აუკრძალონ და მათგან ოპოზიციური ველი გაასუფთავონ.
ქვეყნიდან 13 წლის წინ წასული, ზურაბ ადეიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა "ოცნების" სამიზნეა. სხვებთან ერთად პოლიტიკაში არსებობას სავარაუდოდ იუსტიციის ყოფილ მინისტრსაც აუკრძალავენ.
როდესაც საქმე აკრძალვდმე მივიდა, ბუნებრივია ჩნდება კითხვა - რა როლი ჰქონდა, თავად ივანიშვილს "ნაციონალურ მმართველობის" დროს, არქივი მისი არა ერთ საჯარო აღიარებას ინახავს, რომ ის აფინანსებდა "ნაციონალურ მოძრობას" და მჭიდრო კავშირში იყო მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან და თან ისე, რომ მერაბიშვილი პრესში გამოქვეყნებულ ინტერვიუებს კითხულობდა და შემდეგ მერაბიშვილთან ერთად არჩევდა.
აკრძალვა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას არ შეეხება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 10-მდე პარტიას გააუქმებს. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიტიკაში მარტო დარჩენა უნდათ.