ახალი დიპლომატიური სკანდალი - "ოცნებამ" ეუთოს თავმჯდომარე დააჯარიმა

16.10.25 20:32
ახალი დიპლომატიური სკანდალი - "ოცნებამ" ეუთოს თავმჯდომარე დააჯარიმა

"ქართული ოცნება" ახალ დიპლომატიურ სკანდალშია გახვეული -  გეკა გელაძემ ეუთოს თავმჯდომარეს 5 ათას ლარიანი ჯარიმა დაუწერა გზის გადაკეტვის გამო. ორი დღის შემდეგ "პირველების" ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. ახლა "ოცნება" ელოდება, რომ ეუთომ ელინა ვალტონენს ჯარიმა გადაუხადოს.

თუ ჯარიმას არ გადაიხდის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრო მომდევნო ვიზიტისას შეიძლება ქვეყანაშიც კი არ შემოუშვან.  არც ვენის კონვენცია, რომელიც დიპლომატებს იმუნიტეტს ანიჭებს და არც ეუთოს წევრი სახელმწიფოების წესები "ოცნებისთვის" ღირებული აღარ არის.

პარალელურად მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც ორიოდე დღის წინ ელინა ვალტონენთან ერთად პოზირებდა, დღეს საპროტესტო ნოტა გააგზავნა ეუთოში. "ოცნება" კობახიძის მხარესაა, არ უნდათ დაჯერება, რომ მათი პრემიერი ტყუის, თითქოს შეხვედრა ეუთოს თავმჯდომარესთან თავად გააუქმა. დღეს ვალტონენმა კობახიძე კიდევ ერთხელ ამხილა, ფინეთში დაპატიჟა და ნებისმიერ დემონსტრაციაზე დასწრებაც შესთავაზა.

5000 ლარიანი ჯარიმა ეუთოს თავმჯდომარეს - ლიკა ჯანყარაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები